გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარების დროს, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი, სათანადო ლიცენზიის გარეშე ახდენდა ქვიშის მოპოვებას.
უნებართვოდ მოპოვებული ინერტული მასალა გატანილია მოპოვების ადგილიდან.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2250 ლარს შეადგენს.
აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას.