"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს რუსთაველზე გაიმართება ლანჩხუთიდან 250 ადამიანი უერთდება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ განუცხადა:
_ 250 ადამიანი წავედით ლანჩხუთიდან. 50 თბილისში შემოგვიერთდება. საერთო ჯამში 300 ადამიანი იქნება, _ გვითხრა ასკურავამ, რომელიც გურშინ აანონსებდა, რომ გურიიდან აქციაში 1000 ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას.
_ ჯამში 1000 კაცი მოიყრის თავს, _ აღნიშნა ასკურავამ.
პარტიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დიმიტრი კორიფაძე ამბობს, რომ ჩოხატაურიდან 70 ადამიანი გაემგზავრა; ოზურგეთიდან წამსვლელთა რიცხვი კი უცნობია.
_ ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით ხუთს კაცამდე ვიქნებით, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ გოგოტიშვილი.
"