ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირინა საჯაია, რომელმაც პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა, აღნიშნა, რომ "ენმ"-ს მხარდამჭერად რჩებოდა დღევანდელ აქციაზე არ მიდის:
_ პრობლემა არ მქონდა, წავიდოდი, უბრალოდ, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ შემიწყო ხელი, _ აღნიშნა საჯაიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საჯაიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სკანდალით ცოტა ხნის წინ დატოვა და ამის მიზეზად პარტიის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა.
ამ თემაზე უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილეთ ლინკები: "ოზურგეთში გიჟდებიან "მონაჩმახებზე"; აიღო თუ არა საკრებულოს დეპუტატმა გადაწყვეტილების შეცვლაში 10 000 დოლარი; “დაიცვან საჯაიას უფლებები, რადგანაც ეს სცილდება ყოველგვარ ნორმებს“; საკრებულოს დეპუტატის მიერ ერთ დღეში შეცვლილი გადაწყვეტილება; ირინა საჯაიამ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა _ "ვრჩები საკრებულოში"; "ბიზნესმენი არ ვარ, ფული არ მაქვს" _ ვის აძლევს მერი 160 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ქალაქის ცენტრში