დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილი ოჯახებისათვის 14 კერძო სახლს ააშენებს.
აპლიკაციის შევსება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გააჩნიათ. კერძო სახლები დევნილების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აშენდება.
განაცხადები მიიღება 24 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, სამინისტროს აჭარისადასამეგრელო-ზემოსვანეთისტერიტორიულიორგანოში. მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87