"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" IRI-ს მონაცემებით ყველაზე დიდი ნდობით გიორგი მარგველაშვილი და დავით სერგეენკო სარგებლობენ, მათ 62 პროცენტი აქვთ.
ირაკლი ალასანიას და დავით უსუფაშვილს კი _ 57.
შემდეგ მოდის 56%-ით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
რაც შეეხება, დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას მუშაობის შეფასებას, გამოკითხულთა 66 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, 23 პროცენტი მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მისი მუშაობით გამოკითხულთა მხოლოდ სამი პროცენტია კმაყოფილი.
ინფორმაციას IRI-ს კვლევის შედეგებზე "რუსთავი 2" ავრცელებს, ოფიციალურად კი ის პარასკევს გახდება ცნობილი.