განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ამ წუთებში სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში მიმდინარეობს.
მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის მაჩვენებელი 33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ყველაზე მეტი ინვესტირება ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში მოხდა და მან 343 მლნ. დოლარი შეადგინა; მეორე ადგილზეა მშენებლობა 295 მლნ. დოლარით, ხოლო მესამეზე – გადასამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ. დოლარით.
ღარიბაშვილის თქმით, გასული წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 5.6% შეადგინა, და ეს მაშინ, როცა რეგიონში ურთულესი მდგომარეობა შეიქმნა.
ღარიბაშვილმა ლარის კურსის ვარდნაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთში, ასევე, მოლდოვაში, ადგილობრივი ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად გაცილებით მეტი რეზერვები დახარჯეს, თუმცა კურსის ვარდნის პროცესების შეჩერება მაინც ვერ შეძლეს.