ამ წუთებში, გერმანიის ბუნდესტაგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიმდინარეობს.
ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჟურნალისტებთან სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში პრესკონფერენციას მართავს.
„მინდა მივესალმო ამ ფაქტს და გამოვხატო მადლიერება გერმანიის მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და ხალხის მიმართ, რომ ახდენენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის რატიფიცირებას“, _აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.