სიღნაღში 11 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. არსებული ინფორმაციით მეხუთეკლასელ მოზარდს თანატოლებთან კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც მას უთხრეს, რომ ნაშვილები იყო. გარდაცვლილის ახლობები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
მათივე ინფორმაციით ბავშვი სკოლიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩინარდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ცნობილია, მოზარდი ბებიამ და მძამ, სათავსოში იპოვეს ჩამომხრჩვალი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს (სსკ 115-ე მუხლი).