თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ახლად შექმნილი თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებმა დაიწყეს გერბებისა და დროშების შექმნა, რაზედაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა კონკურსი სიმბოლოების – გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით.
_ თითოეული თვითმმართველი ქალაქის გერბისთვის შესამკობელი უნდა შექმნილიყო ინდივიდუალურად, თუმცა შეუძლებელი გახდა ცალკეული მუნიციპალიტეტების ერთ საერთო სტილისტურ ჩარჩოში მოქცევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე იმსჯელა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ და დაადგინა: ძალაში დარჩეს მოქმედი წესი და ყველა საქალაქო მუნიციპალური გერბის შესამკობლად (გარდა საპორტო ქალაქების გერბებისა) განისაზღვროს ვაზის წნულის ორნამენტი, როგორც საერთო – ქართული სიმბოლო, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.