შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრების მხრიდან მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
საბაჟო გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის", ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქე რ. ა.-ს, 112 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი LYRICA(300მგ) შემოჰქონდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აკრძალული მედიკამენტი მგზავრის ფიზიკური დათვალიერებისას, მის სხეულზე დამალული აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.