ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების დონე მარტო ტვინის ზომასთან არ არის დაკავშირებული. ის დამოკიდებულია იმ ინტენსიურ ცვლილებებთან, რომელიც ტვინის ზრდის პროცესში ხდება.
ამ დასკვნებს ამერიკის მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერები აკეთებენ, რომლებმაც უჩვეულოდ განვითარებული ინტელექტის მქონე ბავშვების ტვინის ქერქი გამოიკვლიეს.
მეცნიერებმა გამოიყენეს მაგნიტური სკანირების მეთოდი და ვუნდერკინდი ბავშვების ტვინის რამდენიმე დამახასიათებელი თვისება გამოავლინეს. პატარაობისას, ასეთი ბავშვების ტვინის ქერქი ნორმალურ ბავშვების ქერქზე თხელია. ამ ქერქის გასქელების პროცესი კი დიდი ხნის განმავლობაში და უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. მიაღწევს რა 11-12 წელს, ტვინის ქერქი იწყებს ჩქარა შემცირებას.
საშუალო გონებრივი შესაძლებლობების ბავშვების ტვინის ქერქი თავიდანვე დიდი მოცულობისაა. მისი სისქე ნელი ტემპით იზრდება და მაქსიმუმს მალე აღწევს. შემდგომი შემცირებაც ჩვეულებრივ ბავშვებში უფრო ნელა ხდება, ვიდრე ვუნდერკინდებში.
მეცნიერების განცხადებით, აღნიშნული თავისებურებების მიზეზები უცნობია. ასევე უცნობია ტვინის ქერქებს შორის თავდაპირველი სხვაობაც. გამოკვლევაში მონაწილეობას 5 წლის ასაკის, ჯანმრთელი, 207 ბავშვი იღებდა. ისინი მაგნიტური სკანირების ტესტს 19 წლამდე წელიწადში ერთხელ გადიოდნენ.
„აიქიუს“ მაქსიმალური დონე 121-145 პუნქტს შეადგენდა, მაშინ, როცა ინტელექტის მაღალი მაჩვენებელი 109-120 პუნქტია, საშუალო კი 83-108 პუნქტი.
მეცნიერთა აზრით, ქერქის ცვლილებების დაჩქარება ვუნდერკინდებში, ნორმალურ ბავშვებთან შედარებით, ტვინის ცენტრების დაჩქარებულ ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ცენტრები არეგულირებენ ინტელექტუალურ აქტივობას. მოზარდებში თავის ტვინის ქერქის ინტენსიური გათხელება მისი სტრუქტურის გამარტივებასთან არის დამოკიდებული. ამ დროს ზედმეტი უჯრედები და კავშირები უჯრედებს შორის „იბრაკება“, რაც ხელს უწყობს ტვინის მუშაობის ეფექტურობას.