ამ დღეებში ქალაქმა ქუთაისმა ტრადიციულ, უკვე რიგით 22-ე ღია პირველობას უმასპინძლა კარატეში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტი კარატისტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ ლანჩხუთელი სპორტსმენებიც, რომლებმაც საკმაოდ დამაჯარებლად იასპარეზეს და შესაბამისად ცხრა სხვადასხვა სინჯის მედალიც მიითვალეს საკუთარ მოგებულ თამაშებში – სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორიც ბრინჯაო.
ქუთაისური პირველობის ჩემპიონები გახდნენ გიორგი ჩხაიძე, გოგა მახარაძე და გიორგი კეჭეხმაძე. მეორე ადგილს დასჯერდნენ: მერაბ ლომაძე, ანრი ჩხარტიშვილი, ბათა დუმბაძე და საბა გოგოძე, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ზურა ლომაძე და ონისე ცინცაძე.