გურიის ყოფილი მთავარი პოლიცმაისტერი, შემდეგ კი გორის პოლიციის სამმართველოს უფროსი გიგა ჯაფარიძე 2014 წლის იანვარში, თურქეთიდან გადმომავალი, ნარკოტიკების რეალიზაციის დროს დააკავეს.
ეს ინფორმაცია "გურია ნიუსთან" მაშინ შსს-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ჯაფარიძე გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოს 2010-2011 წლებში ხელმძღვანელობდა.
2012 წლის ნოემბრის ბოლოს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით იგი გორის პოლიციის უფროსად დაინიშნა, თუმცა, როგორც შსს-ში განმარტავენ ერთ წელიწადში გათავისუფლდა.
მათივე ინფორმაციით ჯაფარიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ დააკავეს.
ჯაფარიძე, რომელიც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ნარკოტიკების შემოტანისთვის დააკავეს ერთი წლის წინ უკვე თავისუფალია.
ყოფილი პოლიციელი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ საპატიმრო სამ დღეში დატოვა:
_ თუ გაინტერესებთ რა მოხდა, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნახეთ საქმის მასალები, _ გვითხრა ჯაფარიძემ.
_ ბატონო გიგა, ნარკოტიკები თქვენ არ გადმოგიტანიათ?
_ შეგიძლიათ საქმის მასალები ნახოთ.
_ თქვენ გეკითხებით, როგორც მოხდა, რომ ასეთი ბრალდებით დაკავებული უკვე თავისუფალი ხართ? მით უმეტეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაშიც გდებდნენ ბრალს..
_ კითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, _ გვითხრა ჯაფარიძემ.
ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებას და ვრცელ მასალას "გურია ნიუსი" სამშაბათს შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ნარკოტიკების გადმოტანაზე დააკავეს