ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სწავლულებმა გაარკვიეს, რომ ადამიანთა წონაში მატება ხელოვნური სინათლის ბრალია.
აღმოჩნდა, რომ კარგად განათებული დასახლებული პუნქტებისა და დიდი ქალაქების მცხოვრებნი გაცილებით უფრო სწრაფად იმატებენ წონაში, ვიდრე სოფლის მცხოვრებნი, იმ პირობებშიც კი, როცა ისინი ერთსა და იმავე რაოდენობის საკვებს იღებენ.
ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ ღამის განათება ადამიანს მადას უღვიძებს, ხოლო ძილის წინ მიღებული საკვები ხშირად დაილექება ცხიმოვან ქსოვილებში.
„ასეთი ეფექტი აქვს არა მარტო ელექტრულ ნათურებს, არამედ ნებისმიერ არაბუნებრივ სინათლეს, რომელსაც ტელევიზორებისა და კომპიუტერების ეკრანები გამოსცემენ“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სწავლულები, რომლებიც ცდებს თაგვებზე ატარებდნენ. ექსპერიმენტის დამთავრების შედეგად გაირკვა, რომ თაგვები, რომლებიც ღამეს სინათლეში ათევდნენ, წონაში ორჯერ მეტი გახდნენ იმათთან შედარებით, ვისაც სიბნელეში ეძინა.
კანადელმა სწავლულებმა გაცილებით ადრე გამოარკვიეს, რომ დაძაბული ინტელექტუალური სამუშაო, განსაკუთრებით – კომპიუტერთან, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, აიძულებს ადამიანებს, მოიხმარონ ძალზე ბევრი ენერგია და გახდნენ დაბალანსებული კვების შემთხვევაში.
ამას გარდა, ენერგიის დახარჯვის შემდეგ მოშიებული ინტელექტუალი ამ ენერგიის აღდგენას შოკოლადითა და ფუნთუშით, ჰოთ-დოგით, სხვადასხვა ცომეულით ცდილობს, რაც კომპიუტერთან მუშაობისას იდეალური ფორმის შენარჩუნების მთავარი დაბრკოლებაა.
ხოლო თუ თავს შევიკავებთ მავნე საკვებისგან, შეიძლება გავხდეთ კიდეც. თუმცა, წონის დაკლების ასეთი მეთოდი ხშირად ჯანმრთელობის შერყევას იწვევს, ვინაიდან ადამიანის თავის ტვინის უჯრედებსა და სისხლძარღვებზე იწვევს ნეიროდეგენერაციას და ნერვული სისტემის დაავადებას.