პედიატრები წლების მანძილზე აფრთხილებდნენ დედებს – ჩვილებს ლოგინში საწოვარიანი ბოთლი არ ჩაუდოთ, კბილები გვიან ამოუვაო. მაგრამ მათ რჩევას ბევრი ყურად არ იღებდა.
დღეს ასეთი აკრძალვის მიზეზი გამოჩნდა – ამერიკელი ექიმები 448 ჩვილს დააკვირდნენ და დაადგინეს, რომ ასთმისკენ მიდრეკილ ბავშვებს, რომლებსაც ლოგინში მწოლიარეებს კვებავდნენ, ასთმის რისკი 50 პროცენტით მაღალი აქვთ.
მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პატარები წოლის დროს საკვების მიღების შემდეგ განიცდიან „რეფლექსს“ – სითხე საყლაპავ მილში უკან ამოდის, რაც სასუნთქ გზებს აღიზიანებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სულის ხუთვა და საბოლოოდ ასთმად ჩამოყალიბება.
საშიშროება არ ემუქრებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც დედის რძით კვებავენ. გახსოვდეთ: ჭამის დროს პატარა უსათუოდ ხელში უნდა აიყვანოთ.