ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმყოფებოდა. ნანუაშვილმა შუა შეხვედრის დროს დამსწრე საზოგადოებას ჰკითხა, რამდენად კარგად და სამართლიანად მუშაობენ გურული სამართალდამცავები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ბახვში, გოჩა შარაშენიძემ ხუმრობით უპასუხა:
„პატრულის შიშით ერთ ჭიქა ღვინოსაც ვერ ვსვამთ. როდესაც მეზობელთან შემოდგომაზე, მოსავლის აღებაზე ერთი ჭიქა ღვინო დავლიე, უცებ კი მიუტანეს ამბავი პატრულს. ვიღაცეები მერჩიან… ჰოდა, მანქანით ვერ დავდივარ, დავჯარიმდი და ახლა ველოსიპედით დავდივარ.“ – თქვა გოჩა შარაშენიძემ.