ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე _ "ქრისტე აღსდგა" გრანპრის მფლობელი სამრევლო სკოლა გახდა. პირველი ადგილი კი მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა დაიკავა.
აღნიშნული ღონისძიება ბრწინვალე შვიდეულში მეხუთე წელია ტრადიციულად იმართება. სპეციალურად ამ დღისთვის არასამეწარმეო იურიდიული პირები და სკოლები საგანგებოდ ემზადებიან და ფართო აუდიტორიის წინაშე სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოაქვთ.