ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით ეს დაავადება ცხოვრების ახალი წესით არის გამოწვეული: ბავშვები სულ უფრო დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში კომპიუტერის ან ტელევიზორების ეკრანებთან.
დიდ ბრიტანეთში ჯარში გასაწვევი ახალგაზრდების 80 პროცენტი ახლომხედველია, მაშინ, როდესაც 30 წლის წინ ეს პრობლება ახალგაზრდების მხოლოდ 25 პროცენტს ჰქონდა.
ექიმები ექსტრემალური ახლომხედველობის ზრდასაც აღნიშნავენ, რომელიც სრული დაბრმავებით მთავრდება.
აღმოჩნდა, რომ შვედეთში 12 წლის ბავშვების 50 პროცენტი ახლომხედველია. მეცნიერების ვარაუდით, იმ დროისთვის, როდესაც ისინი 18 წელს მიაღწევენ, პროცენტული მაჩვენებელი 70 გახდება.
ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ბავშვები თავიანთი დროის უმეტეს ნაწილს ახლო მდებარე ობიექტებზე თვალების ფოკუსირებას ახდენენ: წიგნებსა და კომპიუტერებზე. ამ დროს თვალის გუგა დიდდება და ნაკლები ძალისხმევაა საჭირო ახლოს მდებარე ობიექტების კარგად დასანახად. მაგრამ ამ მდგომარეობას მიჩვეულ თვალებს დიდ მანძილებზე ფოკუსირება უჭირს.