დღეს ცნობილი ხდება, რომ გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ორი ლტოლვილი ოჯახი დააფინანსეს. გაეროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ იძულებით გადაადგილებულ პირთა სია გადასცა. მათგან გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნული ორი ოჯახი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს.
თ. ლ. გაეროს უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის პირდაპირი დახმარების პროგრამის ფარგლებში 200 ლარს, ხოლო ნ. დ. 100 ლარს მიიღებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თუ ლტოლვილთა ოჯახები კონკრეტულ კრიტერიუმებს (მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახის განსაკუთრებული საჭიროების მქონე წევრი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.) დააკმაყოფილებენ, სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ.
გარდა გაეროს პროგრამისა, თ. ლ.-მ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ მოქალაქეთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 200 ლარი მიიღო. ხოლო ნ. დ.-მ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამიდან 200 ლარი.