"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს დღევანდელი დემოკრატიის, კონსოლიდაციის "აქილევსის ქუსლი" არის პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ემორჩილება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
ალასანიამ შინგანა საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის, რომელიც მომხდარ დანაშაულებსა და მათი გახსნის რიცხვებს გულისხმობს, შეფასებიგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სამართალდაცვითი სისტემის რეფორმა აუცილებელია.
"ჩემი აზრით, ეს პირველ რიგში უნდა გამოიხატოს რესურსების გამოყოფაში პოლიციასა და შს სამინისტროს მიმართ. ასევე ბუნებრივია, აუცილებელია, პროფესიონალი კადრები იყვნენ დანიშნული კონკრეტულად იმ თანამდებობაზე, ვინც პასუხიმგებელია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. სამართალდაცვითი სისტემის რეფორმაა განსახორციელებელი", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.