სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობდა დატოვა. ამის შესახებ მან, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ყიფიანმა ასევე ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში გაწეულ საქმეებსა და შედეგებზე.
შეგახსნებეთ, რომ ერთი კვირის წინ თანამდებობა დატოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, გუშინ კი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მუნისტრმა ელგუჯა ხორკიშვილმა.
ყიფიანის გადადგომის შემდეგ, ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.
ის მეშვიდე მინისტრია, რომელიც მთავრობის თავდაპირველ შემადგენლობაში იცვლება. კონსტიტუციის თანახმად კი, სწორედ 7 მინისტრის გადადგომის შემდეგ იწყება პროცედურები, რომელიც მთავრობის ხელახალ დაკომპლექტებას და პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად წარდგენას ითვალისწინებს.