სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თენგიზ ცეკვავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დემოგრაფიული მონაცემები გაყალბებული იყო:
_ 2007-2009 წლებში “ნაციონალები” ავრცელებდნენ ინფორმაციას მოსახლეობის ზრდის შესახებ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ძირითადად, აქვეყნებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს, ადრე მას საჯარო რეესტრი ერქვა, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა.
მან მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები. “ნაციონალების” არასწორი მონაცემებით, 2007-2009 წლებში შობადობა გაიზარდა და 63 000 ბავშვი დაიბადა. ამ შელამაზებულმა მონაცემებმა რამდენჯერმე ათქმევინა პრეზიდენტს, საქართველოში შობადობის ბუმიაო და ეს ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას დაუკავშირა, _ განაცხადა ცეკვავამ "კვირის პალიტრისთის მიცემულ ინტერვიუში.