ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ძიმისტარაშვილის გადაყენების საკითხი, დეპუტატებს შორის ხმამაღალი დაპირისპირებასა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.
საბოლოოდ მის გადაყენებას მხარი 9 დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.