საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნანა ყეინიშვილს ქონებრივი დეკლარცია მიმდინარე წლის 5 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად ის თბილისში 80.00კვ. მ ფართობის ბინისა და 600.00კვ.მ ფართობის მიწის მფლობელია. ზემო ბეთანიაში აქვს 250.0კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 2700.00კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
ამ უძრავ ქონებას დეპუტატი 2012 და 2013 წლებშიც მფლობდა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ყეინიშვილს თიბისი ბანკის დეპოზიტზე 120.00 ევრო, ხოლო ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3 461.00 ლარი ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით მას, თიბისი ბანკის დეპოზიტზე 2 258.00 დოლარი, ხოლო საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 5 787.00 ლარი ჰქონდა. 2013 წელს კი, თიბის ბანკის დეპოზიტზე 140.00 ევრო და ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე 3 374.00 ლარი ერიცხებოდა.
მიმდინარე წლის დეკლარაციის თანახმად, დეპუტატს სხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები არ აქვს. მას საქართველოს პარლამენტში სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 61 790.00 ლარი აქვს მიღებული.