ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. როგორც "გურია ნიუსს" სამაშველო სამსახურში უთხრეს, სასტუმრო მთლიანად დაიწვა და სამი ბავშვის გამოყვანა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით დაღუპულები _ 10, 11 და 12 წლის ბიჭები ქორეოგრაფიული ანსაბლის წევრები იყვნენ და ქობულეთში რუსთავიდან იყვნენ ჩასულები.
ჯერჯერობით არ სახელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი.