ვუდი ალენმა კანის კინოფესტივალზე, სადაც მისი 46-ე ფილმი "Irrational Man" არის წარდგენილი, განაცხადა, რომ "ამაზონისთვის" TV სერიალის გადაღებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.
"მე ჩემი საუკეთესო სურვილები ჩავდე მასში, მაგრამ შოუში არცერთხელ გადამიღეს", _ განაცხადა გაბრაზებულმა ვუდი ალენმა.
აღნიშნული სერიალის ხილვას მაყურებელი ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მომავალ წელს შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სერიალია, რომელიც ვუდი ალენმა გადაიღო.