ბათუმში დღეს საერთაშორის მერვე საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი 2015“ იხსნება, რომელიც ტურიზმისა და სასტუმროებს ეძღვნება. გამოფენა სასტუმრო „შერატონშია განთავსებული და მსურველებსა და დაინტერესებულ პირებს მისი ნახვა 12 საათიდან შეეძლებათ.
მონაწილეთა შორის ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად რამდენიმე უცხოური ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან და გამოფენის მთავარი მიზანი ტურიზმისა და სასტუმრო აღწურვილობის რეკლამირება და მომხმარებლისთვის შეთავაზებაა.
გამოფენის ფარგლებში ორგანიზატორებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით სხვადასხვა სახის ღონისძიებები დაგეგმას, რის გამოც, მოლოდინი იმისა რომ გამოფენით ბევრი ადამიანი დაინტერესდება, დიდია. სპეციალური აქციის ფარგლებში იგეგმება „ბათუმიველოს“ ერთწლიანი ბარათების გაცემაც, რომლის შეძენაც მსურველებს წლიურად 20 ლარი დაუჯდება. ამ შეთავაზებამ ბათუმში ბევრის დაინტერესება გამოიწვია.