პლენურულ სხდომაზე ეს საკითხი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დააყენეს. კენჭისყრისას მომხრე 11 დეპუტატი იყო, ორმა ხმა წინააღმდეგ მისცა, 7-მა კი თავი შეიკავა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლეს საბჭოში 18 ივნისს ელოდებიან.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ძირითადად განიხილავენ გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პრობლემებს, თანამდებობებზე პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებისა და ნეპოტიზმის ფაქტებს.