რამდენიმე საათში რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე სამიტი ოფიციალურად გაიხსნება. მანამდე კი სხვადასხვა ფორუმი იმართება, სადაც მიდის მსჯელობა იმაზე, თუროგორი უნდა იყოს პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან სამი – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ღიად აფიქსირებენ სურვილს გახდნენ ევროკავშირის წევრები.
დღევანდელი დღე ბიზნესფორუმით დაიწყო, რომელიც ლატვიის პრეზიდენტმა, ანდრის ბერზინშმა გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ლატვია ჩვენი ქვეყნის ურყევი პარტნიორია.
„ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ლატვიის მხრიდან თქვენ გაქვთ სრული მხარდაჭერა,"- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
სამიტზე იმყოფება პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პარლამენტარი ვიქტორ დოლიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკლარაციის ბოლო ვარიანტი, რომელზეც მუშაობა არ დასრულება, ისეთი არ იქნება, როგორიც საქართველოს მოსახლეობას სურს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ევროინტეგრაცია არ გააგრძელოს.