"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ კითხვის ნიშნებს არავის დაუტოვებს. მისივე თქმით, პარტიიდან წასულ ჯგუფს არანაირი დაფინანსება არა აქვთ:
_ მინდა იმ ადამიანებს ვუთხრა, ვინც ძალიან ბევრს საუბრობს, მათ შორის ჩემი ყოფილი კოლეგები, თანაპარტიელები, რომ რაღაც მითიური დაფინანსება აქვს ამ ჯგუფს, სამწუხაროდ, არნაირი დაფინანსება არ გვაქვს ამ ეტაპზე.
არათუ დაფინანსება არ გვაქვს ამ ეტაპზე, არც დარეგისტრირებული არ არის არანაირი გაერთიანება.
როდესაც დარეგისტრირდება გაერთიანება, გარწმუნებთ, ამ გაერთიანებას ექნება ის დაფინასება, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ოღონდ ერთი პირობით _ თითოეული შემოწირულობა გამჭვირვალე და თითოეული წყარო ცნობილი იქნება.
ჩვენი ამოცანა ესაა _ არც ერთ კითხვის ნიშანს არ დავუტოვებთ არავის, ჩვენს არაკეთილმოსურნეს, რომელსაც უნდა, რომ რაღაც იარლიყების მიწებების გზით იაროს, _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.