ერთი წლის წინ დაწყებული ბოიკოტი რუსული პროდუქციის წინაარმდეგ უკრაინულ ბაზარზეც აისახა. ადგილობრივი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები იძულებულნი არიან რუს მომწოდებლებთან კონტრაქტები გააუქმონ, ამის მიზეზი კი გაყიდვების მკვეთრი შემცირებაა.
სავაჭრო ქსელის "პაკო ჰოლდინგის" დირექტორის თქმით, ერთი წლის წინ 2-3 ათასი დასახელების რუსული პროდუქცია შემოდიოდა ბაზარზე, ამ დროისთვის კი ეს რიცხვი ორასამდე შემცირდა.
"ჩვენ იძულებულები ვართ გადავხედოთ რუს პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობას და მოლაპარაკებები ევროპელ და ადგილობრივ მწარმოებლებთან დავიწყოთ, რადგან რუსული პროდუქცია სპერმარკეტებში თითქმის არ იყიდება!"
წყარო: http://www.gazeta.ru