ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ექსჩინოვნიკმა ჩაკ ბლეიზერმა აღიარა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის არჩევის დროს ქრთამი აიღო.
"მე და ფიფას აღმასკომის წევრებმა ავიღეთ ქრთამი იმისთვის, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორ ქვეყნად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აგვერჩია", _ თქვა ბლეიზერმა.
მან, ასევე, აღიარა, რომ 1993 წლიდან 2000 წლამდე ის და ფიფას სხვა ჩინოვნიკები იღებდნენ სხვადასხვა ქრთამს რეგიონული ჩემპიონატების სატელევიზიო ტრანსლირების უფლების გაცემაში.
თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სპორტის მინისტრმა ფიკილე მბალულამ უარყო ქრთამის გაცემის ფაქტი: "მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ ჩემმა ქვეყანამ ან მისმა ხელისუფლებამ 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ჩემპინატის ჩატარების უფლების მოპოვებაში".
ბლეიზერის თქმით, ის მონაწილეობდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორი ქვეყნის არჩევის დროს ქრთამის გადაცემაში, თუმცა, მოსყიდვა არ შედგა: ქრთამის მაროკოს სასარგებლოდ იყო გადახდილი, თუმცა, ჩემპიონატის გამართვის უფლება საფრანგეთმა მოიპოვა.