საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ კახი კავსაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
"ბატონო კახი, გულითადად გილოცავთ 80 წლის იუბილეს.
თითოეულ ქართველთან ერთად, მეც მეამაყება და შთამაგონებს ქვეყნისა და პროფესიისადმი თქვენი უანგარო მსახურება, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა, ქართული კულტურის მონაპოვარი – განუმეორებელი ოსტატობით შექმნილი თეატრალური და კინო-როლები, რომლებზეც გაიზარდა და კვლავ გაიზრდება თაობები, მისაბაძი მოქალაქეობა, თავდადების ის იშვიათი ძალა, რომელიც სანიმუშოა ყველა ჩვენგანისთვის – ყველაფერი, რის გამოც ხალხის ესოდენ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ.
კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას, უშრეტ ენერგიასა და დღეგრძელობას გისურვებთ", _ აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.