"მოვუწოდებ მოსახლეობას გაგებით მოეკიდონ ვითარებას,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა.
მინდია ჯანელიძის განცხადებით ყველა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქე ღამეს თავშესაფარში გაათენებს.
"მოვუწოდებ მოსახლეობას გაგებით მოეკიდონ ვითარებას და მაქსიმალურად თავი შევიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან. აუცილებლად გაეწევათ დახმარება.
მერიის სამსახურები აქტიურად მუშაობენ, თავშესაფარში გაათენებენ ის ადამიანები ღამებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ,"- აცხადებს მინდია ჯანელიძე.