თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა.
ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაა და ის მთაწმინდის ტაძრის წინაძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია.
ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა (გოგონას სახელი და გვარი მასალიდან ამოღებულია, რადგან გვითხრეს, რომ დედა არაფერი იცის).
მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობრ გოგონასთან ერთად თავის გადასრჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ივლიტას და მისი მეგობარი გოგონას ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
"გურია ნიუსი" დეტალების დაზუსტებას ყველა უწყებაშიი ცდილობს.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ივლიტას შესახებ "გურია ნიუსი" გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 551 3736 36; 599 37 53 73; 577 72 58 54.