საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
“ გული მიკვდება, თბილისის კადრების ყურებისას. ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს. ახლახან ვესაუბრე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენი ავაკოვს და უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახური მზად არის აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში.“ _ წერს სააკაშვილი