ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის საგანგებო სხდომა იმართება.
სხდომას თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრებიც ესწრებიან.
შეხვედრაზე განიხილება სტიქიის ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები და შემდგომი რეაგირების გეგმა.