საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე მიმდინარეობს დაკარგული დების – ინდირა და ლიზა ზარანდიების, ასევე, მათთან ერთად მყოფი სერგო კაპანაძის სამძებრო სამუშაოები.
როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ჯერჯერობით მათი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი და ძებნა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, წუხელ მომხდარი სტიქიის შედეგად ათობით ადამიანია დაკარგული. ამ დრომდე 22 და 25 წლის დებს, ინადირა და ლიზა ზარანდიებს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, გუშინ ღამით დები, თავისუფლების მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ წავიდნენ რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.
მობილური ტელეფონი ორივეს გამორთული აქვს.
ახლობლებმა უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებსა და საავადმყოფოებს, თუმცა დაკარგული გოგონების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.