გამოცემა "USA Today"-ს მტკიცებით, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ინვესტორსა და უმდიდრეს ადამიანთან, უორენ ბაფეტთან ლანჩი 1,28 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ამ თანხამ ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ინტერნეტ-აუქციონი "იბეიზე" ბაფეტთან ლანჩის თაობაზე 12-დან 16 ივნისამდე გრძელდებოდა.
თანხა, რომელიც ბაფეტთან ვახშმის სანაცვლოდ შემოვიდა, საქველმოქმედო ფონდ "გლაიდის" ანგარიშზე ჩაირიცხება, რომელიც უსახლკაროებს უწევს დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ ამგვარ საქველმოქმედო ლანჩებს ცნობილი მილიარდერი ყოველწლიურად მართავს. წლეულს მეტი ეფექტისთვის ვახშამს მისი საინვესტიციო ფონდის მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.
ლანჩის მსვლელობისას შესაძლებელი იქნება მათთვის კითხვების დასმა.