"სინათლის ქალაქი" დილიდან ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. კომპანიის 100-ზე მეტი მუშახელი და სპეცტექნიკა აღნიშნულ ტერიტორიაზე დილის შვიდი საათიდან მუშაობს და წაქცეული ხეები და შლამი გააქვს.
"სინთლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, მერიის მუნიციპალური საწარმოს თანამშრომლები აღნიშნულ მონაკვეთზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ. ტერიტორიის ბოლომდე გაწმენდას რამდენიმე დღე დაჭირდება.
"ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაწმენდა უახლოეს დღეებში დასრულდეს და ტერიტორია შლამისა და ხეებისგან გაიწმინდოს", – განაცხადა ვასილ ხორავამ.
ხორავას თქმით, სამუშაოები გმირთა მოედნიდან დაიწყო და გზა თამარაშვილის ქუჩამდე გაიწმინდება.