19 ივნისის საღამოს 20:00 საათიდან ამ დრომდე 112-ში შევიდა 40-ზე მეტი შეტყობინება სხვადასხვა ადგილზე ცხოველთა დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება. არცერთი მათგანი არ დადასტურდა.
გორის რაიონის სოფელ რეხში დაფიქსირებული ნაკვალევის წარმომავლობის დადგენის მიზნით ადგილზე გასული არიან სპეციალისტები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ტარდება სათანადო ღონისძიებები.
სტიქიით დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.
მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების გამოყენებით გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილის 7:00 სთ-დან სამუშაოები სრული მასაშტაბით გაგრძელდა. მაშველები და მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, სასმელი წყლით და შესაბამისი აღჭურვილობით. კედევ ერთხელ მოვუწოდებთ მოხალისეებს დაიცვან უსაფთხოების დადგენილი ზომები, ჰიგიენის წესები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორციედება წყლის ამოტუმბვა და ვოლიერების გაწმენდა.
სვანაძის ქუჩაზე აგრეთვე გრძელდება შესაბამისი სამუშაოები.
ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს მოწყობა-აღდგენითი სამუშაოები.
ბაგებში მიმდინარეობს კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები.
წყლის ამოტუმბვის დასრულებისთანავე დაიწყება ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასთან მისასვლელი გზების გაწმენდა. .
"საპროექტო სამსახურის მიერ მომზადებული ბეტონის დამცავი კედლის პროექტის მიხედვით, წყნეთის ქუჩაზე დღეს იგეგმება ათამდე ხიმინჯის აღმართვა მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ სპეციალურ დამბაზე "_განაცხადა კრიზისების მართვის საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved