13 ივნისის სტიქიის შედეგად სასტუმროებში განთავსებული დაზარალებულები თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით, ადგილზე კარდიოლოგმა და ნევროლოგმა გასინჯეს.
პაციენტები ადგილზე მისული მე-16 შერეული პოლიკლინიკისა და "ავერსის" ოჯახის ექიმების მიერ წინასწარი კონსულტაციის შედეგად შეირჩნენ, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებების – "კლინიკა მცხეთის ქუჩაზე" და "ჯანმრთელობის ცენტრის" კარდიოლოგმა და ნევროლოგმა გასინჯეს.
დღეს ნევროლოგიური და კარდიოლოგიური გამოკვლევა წყნეთის სამთავრობო აგარაკსა და სასტუმროებში – "444", "აისბერგსში", "ვიქტორიასა" და "ვიპელეში" განთავსებულ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ჩაუტარდათ.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის საჭიროებისამებრ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს კლინიკები – "ჯანმრთელობის ცენტრი", "ავერსი", რესპუბლიკური საავადმყოფო და "ნიუ მედი" უტარებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.