https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“პირველ რიგში ცალსახად გასათვალისწინებელია მოსახლეობის აზრი და პოზიცია”

17:06; 22.06.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თვითმმართველობის მოწყობის ახალი მოდელის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მხოლოდ მუნიციპალიტეტს გააჩნია. ამასთან, მუნიციპალიტეტს სულ სხვა გაგება და შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება, ვიდრე მას 2014 წლის ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე ჰქონდა. კერძოდ, მუნიციპალიტეტად იწოდება, როგორც (1) თვითმმართველი ქალაქი, ანუ ქალაქი (დასახლება), რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია არანაკლებ 15.000 მოსახლე და რომელსაც გააჩნია ურბანული მიზიდულობისა და განვითარების პოტენციალი, ისე (2) თვითმმართველი თემი, ანუ ისტორიულად ჩამოყალიბებული ან/და ერთგვაროვანი სოციალურ-ეკონომიკური და ბუნებრივ-გეოგრაფიული მახასიათებლების მქონე რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც მინიჭებული აქვს თვითმმართველი თემის სტატუსი. შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქიცა და თვითმმართველი თემიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ზოგადად, მუნიციპალიტეტის სახელწოდებით მოიხსენიება. აღნიშნული სპეციფიკის გათვალისწინებით, "თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი" იწოდება, როგორც "ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი", ხოლო "თვითმმართველი თემი ოზურგეთი" (რომელსაც ხშირად შეცდომით "თემთა მუნიციპალიტეტად" მოიხსენიებენ) კი _ როგორც "ოზურგეთის მუნიციპალიტეტი".

_ როგორც ცნობილია, 2004-2005 წლებში გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობები გამსხვილებული იქნა ყოფილი რაიონების დონეზე; შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულები შეიქმნა ყოფილი რაიონული მმართველობის საზღვრებში, ყოველგვარი ადგილობრივი, გეოგრაფიული, ტრადიციული, ინფრასტრუქტურული და სხვა თავისებურებების გათვალისწინების გარეშე; ამან რეალურად დააშორა ადგილობრივი მოსახლეობა თვითმმართველობის გახორციელების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" იურისტი ირაკლი პაპავა.

მისივე თქმით, "ბუნებრივია, მსხვილი თვითმმართველი ერთეულების საზღვრებში მოქცეული ქალაქისა და სოფლის, მთისა და ბარის მოსახლეობის "მექანიკურმა" გაერთიანებამ განაპირობა ის, რომ ვერ ხდებოდა მათი განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების ადეკვატური ასახვა თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და გახორციელებულ პროექტებში: _ რეალურად, ამით ვერც სოფელი ხეირობდა და ვერც ქალაქი: ერთის მხრივ, სოფლებში გადაუჭრელი რჩებოდა ინფრასტრუქტურული და სხვა ყოფითი, საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე; მეორეს მხრივ, თვითმმართველი ქალაქის იურიდიული სტატუსისა და ქალაქის ბიუჯეტის არარსებობის პირობებში, ვერც საშუალო და მცირე ქალაქების ურბანულ განვითარებაზე ორიენტირება ხერხდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე ქალაქების რიცხვის ზრდა (რამაც ყოფილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის/მუნიციპალიტეტის _ "თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთის" და "თვითმმართველი თემი ოზურგეთის" _ ჩამოყალიბება განაპირობა) 2014 წელს გატარებული თვითმმართველობის ახალი რეფორმის უმთავრეს და მნიშვნელოვან სიახლედ უნდა ჩაითვალოს":

_ სხვა თუ არაფერი, საკმარისია აღინიშნოს, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტები, შემოსავლების მოცულობის მხრივ, დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ორივე მათგანს თითქმის ერთნაირი ბიუჯეტი გააჩნიათ _ ბოლო მდგომარეობით, პირველი მათგანის შემოსავლითი ნაწილი 10.019,8 ათ. ლარს შეადგენს, ხოლო მეორისა კი (ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა, რომელიც, საერთო ჯამში, 28 დასახლებას აერთიანებს) _ 12.082,1 ათ. ლარს; მართალია, ორივე ამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში "საკუთარი შემოსავლების" ხვედრითი წილი პროცენტულად დაბალია და ორივე მათგანი, დიდწილად, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებულ/გადმოცემულ ტრანსფერებზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ "თვითმმართველი ქალაქის" სტატუსის მინიჭების შემდეგ, ქალაქ ოზურგეთის ფინანსური რესურსები და, შესაბამისად (ამ ფინანსური რესურსების რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში), მისი განვითარების შესაძლებლობებიც გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ეს თვითმმართველობის ბოლო რეფორმამდე, ანუ ყოფილ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტში" ჩაკარგული "უსახო" და უფინანსო ქალაქის პირობებში არსებობდა.

თუკი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, "თვითმმართველი ქალაქის" სტატუსის მინიჭების წყალობით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, ასე თუ ისე, იხეირა, იგივეს თქმა მაინც ნაკლებად შეიძლება თვითმმართველი თემის _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიმართ. ბუნებრივია, 28 დასახლების "მექანიკური" გაერთიანების პირობებში, გამგეობისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით დარჩენილი მუნიციპალიტეტის მწირი, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების იმდაგვარი გადანაწილება მეტისმეტად რთულია, რომ ამ დასახლებების განსხვავებული ინტერესები და მათი რეალური საჭიროებები ადეკვატურად იქნას ასახული თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობასა და გახორციელებულ პროექტებში. სწორედ, ამიტომაც გაითვალისწინა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსმა "თვითმმართველი ქალაქის" სტატუსის მინიჭების შედეგად ქალაქის ტერიტორიის მიღმა დარჩენილი დასახლებებისგან შექმნილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტისნაირი თვითმმართველი ერთეულების (ანუ თვითმმართველი თემის) ტერიტორიული ოპტიმიზაციის, ანუ რამდენიმე უფრო პატარა მუნიციპალიტეტად გაყოფის ვალდებულება. თუმცა, ამ ტერიტორიული ოპტიმიზაციის ვალდებულებაზე, პირველ ეტაპზე მთავრობის მიერ უარი იქნა ნათქვამი და იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებამდე გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაცია დღემდე თვითმმართველობის ჯერ კიდევ დაუსრულებელი რეფორმის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად რჩება (რამეთუ, მნიშვნელოვანწილად, სწორედ, მან უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში საჯარო მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციას, დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას ადგილობრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად). მის შესახებ რატომღაც ყველამ მიივიწყა და ამ მიმართულებით არავინ არაფერს ამბობს და აკეთებს; არადა, 2017 წლის არჩევნებამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი, ხოლო ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელება კი (იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო მგრძნობიარე საკითხია) საკმაოდ ბევრ დროს საჭიროებს და იგი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იქნას განხორციელებული. მისი ფორსმაჟორულ პირობებში განხორციელება პრაქტიკულად გამორიცხულია, რამეთუ ამან შეიძლება სულაც უკუშედეგი გამოიწვიოს. შესაბამისად, აუცილებელია, ტერიტორიული ოპტიმიზაციის მოსალოდნელი პროცესი იმგვარად (იმ ფორმით) წარიმართოს, რომ მისაღები იყოს საზოგადოებისთვის. ამისათვის კი, პირველ რიგში, რეფორმის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის "მომზადება" და "დამუშავებაა" აუცილებელი; კერძოდ, საჭიროა უფრო აქტიური კონსულტაციები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი აზრის კვლევის/გაგების მიზნით და უფრო ინტენსიური ახსნა-განმარტებითი ხასიათის მუშაობა, საკითხის არსში საზოგადოების კარგად გათვითცნობიერების კუთხით, _ გვითხრა ირაკლი პაპავამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის, ასევე, თემების განვითარების კუთხით: _ თუ გაყოფამდე პრიორიტეტი ქალაქს ენიჭებოდა, ამ შემთხვევაში მთლიანად ორიენტირებულები ვართ თემის განვითარებაზე. რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად განვავითაროთ და მაქსიმალურად შევამციროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა სოფლის მოსახლეობას.

ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელიც გასულ წელს გახორციელდა, დადებითად აფასებს:

_ დეცენტრალიზაციის აღნიშნული მოდელი მომწონს, არა როგორც მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის არჩეულ მერს, არამედ, როგორც რიგით ოზურგეთელს. ვთვლი, რომ მუნიციპალიტეტის გაყოფა და ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

რეფორმამ შესაძლებლობა მოგვცა, თვითმმართველობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ხალხს და იგი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან ყველა ასპექტში ხელმისაწვდომი გახდეს.

მიმაჩნია, რომ რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა და ის კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს, როგორც დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინებით, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, _ თქვა ბეგლარ სიორიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე: _ იდეაში, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, რომ ოზურგეთი გახდა თვითმმართველი ქალაქი, მაგრამ მიმაჩნია, ეს გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი, გამომდინარე იქედან, რომ ორივე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა არ არის ბოლომდე მოწესრიგებული, ხოლო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ჯამში 3 მლნ-ით აღემატება გაყოფამდე არსებულ ბიუჯეტს და რომ არა გაყოფით გამოწვეული ამ ხარჯების მატება, ძველი საზღვრების პირობებში მეტი პროექტების გახორციელებას შევძლებდით.

ამ გაყოფამ, ჯერჯერობით, ის სარგებელი მოიტანა, რომ დასაქმდა მეტი ჩვენი თანამოქალაქე თუ თანასოფლელი. ვთვლი, რომ რეალურად თვითმმართველობა იქნება მაშინ, როცა ადგილობრივი შემოსულობები მთლიან ბიუჯეტში გვექნება მეტი და არა ისე, როგორც არის ახლა _ ხარჯების მხოლოდ 27%, _ გვითხრა დიმიტრი კვერღელიძემ.

და ბოლოს, 2014 წელს "ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ინიციატივით და ორგანიზატორობით, გაიმართა საჯარო დისკუსია გუბერნიის ახალი შენობის აშენების თაობაზე. დისკუსიის მიზანი იყო, განხილულიყო ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაფინანსების წყაროები. ამ ბოლო დროს ეს თემა ისევ წამოიწია. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ახალ შენობაში გადავა:

_ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა და რამდენიმე თვეში შედეგიც ცნობილი გახდება, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს: _ რადგან რეალურად არსებობს ორი მუნიციპალიტეტი, მიმაჩნია, რომ თემთა მუნიციპალიტეტი უნდა იყოს ცალკე შენობაში და ჰქონდეს თავისი ადმინისტრაციული ცენტრი. თუმცა, არ ვჩქარობთ, რადგან, პირველ რიგში, ცალსახად გასათვალისწინებელია მოსახლეობის აზრი და პოზიცია. ჩავატარებთ გამოკითხვას, რომელიც რეგლამენტითაც არის გათვალისწინებული და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, შევარჩევთ ისეთი ადგილს, სოფელს, რომელიც ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. პირველ რიგში კი მოსახლეობას გაუადვილებს კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან, _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.

მასალა მომზადებულია სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტის _ "სამოქალაქო საზოგადოება დეცენტრალიზაციისათვის" ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება_საქართველოს" მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს" პოზიციას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი "ჟურნალისტთა ქსელი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" _ ქვეყნის ყველა რეგიონში იწყებს მუშაობას.

ქსელის მიზანია, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19 იანვარი, 2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19 იანვარი, 2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19 იანვარი, 2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19 იანვარი, 2026

ლანჩხუთის საავადმყოფოს მომავალი _ პიარი თუ მწარე რეალობა

"100 000-ლარიანი მოსაცდელები, 37 110 ლარის ინვენტარი უფუნქციო შენობისთვის"

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო