დღეს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი "მერცხალის" წარმატებაში წელს გამბიელი ფეხბურთელი ომარ ჯუში დაეხმარება.
"უკვე ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მუშაობას, რომ ჩვენი გულშემატკივრები გამარჯვევებით გავახაროთ. გიდასტურებთ, რომ გამბიიდან დაგვემატა ახალი ფეხბურთელი. ამ წუთებში ის საელჩოში არის დაბარებული, ვიზასთან დაკავშირებით ჰქონდა ცოტა პრობლემები და ჩვენგან რაც იყო საჭირო დავეხმარეთ საბუთების მოგვარებაში", _ გვითხრა ოზურგეთის "მერცხალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხარიტონ ჩხატარაშვილმა.