ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, ჯ. დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ "გურიას" და ი.სუხიშვილის და ნ.რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის ანსამბლ "მეგობრობის" კონცერტი მიმდინარეობს. კონცერტი ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ "გურია"-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ღირსების ორდენის კავალერს, საპატიო ვარსკვლავოსან ხელოვან ჯუმბერ დუნდუას ხსოვნას და მის 74 წლის იუბილეს მიეძღვნა.
"კონცერტი ჯუმბერის დაბადების დღეზე უნდა გამართულიყო, მაგრამ 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეისთვის გადმოვიტანეთ. ძალიან ძნელია მის გარეშე, მაგრამ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მას გაუხარდებოდა" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ჯუმბერ დუნდუას მეუღლემ მაგული გაფრინდაშვილმა.
კონცერტის საინფორმაციო მხარდამჭერები გაზეთები "გურია News" და "ალიონი" არიან.