ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდისა და პერდიუს უნივერსიტეტების ფიზიკოსთა ჯგუფმა ლაბორატორიაში შავი ხვრელების გამოსხივების აღდგენის მეთოდი შეიმუშავეს, აგრეთვე მიიღეს "დროის დასასრულის" ეფექტი. როგორც ცნობილია, შავი ხვრელების არსებობა ბრიტანელმა ფიზიკოსმა, სტივენ ჰოკინგმა 1974 წელს იწინასწარმეტყველა.
დღეისთვის მსოფლიოში მრავალი სამეცნიერო ჯგუფი იკვლევს მეტამასალებს – ბუნებაში არსებულ ობიექტებს, რომლებიც თავისი სტრუქტურის არაერთგვაროვნების ხარჯზე საშუალებას იძლევა, შეცვალოს ელექტრომაგნიტური ტალღების მიმართულება და მართოს სინათლის თვისებები.
მეტამასალების საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, შეიქმნას "უჩინმაჩინის ლაბადა", რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების დიაპაზონში უხილავს გახდის საგნებს.
ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ფიზიკური ეფექტები მეტამასალების საზღვარზე, რომელთა დიელექტრიკულ მუდმივას აქვს სხვადასხვა ნიშანი სხვადასხვა მიმართულებაზე, რასაც მივყავართ ტალღური განტოლების უჩვეულო ფორმასთან, რომელიც აღწერს სინათლის გავრცელებას.
ამ განტოლებამ სწავლულებს საშუალება მისცა, თეორიულად ეწინასწარმეტყველათ უჩვეულო ფიზიკური ეფექტები მეტამასალების საზღვარზე მათი ორიენტაციისგან დამოკიდებულებით – ჰოკინგის გამოსხივების წარმოქმნა და "დროის გაჩერება".
"ერთი ორიენტაციისთვის (განსაზღვრული მეტამასალებისთვის) საზღვარი იქცევა როგორც შავი ხვრელი, სადაც განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ჰოკინგის გამოსხივებაზე დაკვირვება. საზღვრის სხვა მიმართულებაზე ტალღური განტოლება გამოიყურება ისე, რომ დროის მდორე დინება თითქოს წყდება. ჩვენ შევძელით, გვენახა ეს ეფექტი ექსპერიმენტზე", – თქვა ჯგუფის ხელმძღვანელმა