13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ხილიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია. დღეიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზის ამ მონაკვეთზე შეუზღუდავად იმოძრავებენ.
მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის გაწმენდითი სამუშაოები 22 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დასრულებულია ძველი (დაკონსერვებული) ხიდის დემონტაჟი, გაწმენდილია მდინარე ვერესთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები და ეზოები. აღდგენილია გარე განათება.