თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე, ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტის შენობის ნგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ კვაჭაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, ჩაუტარდა რენიმაციული ღონისძიებები, თუმცა დაშავებული საოპერაციო ბლოკში გარდაიცვალა.
ექიმისთვის გარდაცვლილის ვინაობა და ასაკი უცნობია.
თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე დღეს შენობა ჩამოინგრა. სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობა ცოტა ხნის გასხვისდა და მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა. ამ ტერიტორიაზე შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრი" სასტუმროს აშენებას გეგმავს.