საბერძნეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით გახარებული მოქალაქე საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამარჯვების აღსანიშნავად შეიკრიბა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, ზეიმი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
საბერძნეთის მოქალაქეების ნაწილმა, ვინც „არა“ თქვეს, ევროპელმა ლიდერებს შეატყობინეს, რომ ბერძენ ხალხს არაფრის ეშინია.
"ჩვენ გვინდა ევროპა, სადაც სოციალური სამართლიანობა იზეიმებს. ეს არის ციპრასის ხედვა და ჩვენ ყველა ვიზიარებთ", _ ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მილიონობით ბერძენის ქუჩაში გამოსვლა, გაბრაზებით გაგზავნილი შეტყობინება იყო კრედიტორების მიმართ, რომლებმაც სამუშაო ადგილები შეამცირეს. თუმცა რეფერანდუმის მიერ გაყოფილი ქვეყნის მოსახლეობა მთავრობის უმთავრესი ამოცანა იქნება.