ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრის თემურ მაისურაძის განცხადებით, ნახევარი თბილისი საზამთროსა და ნესვის გამო, კუჭის აშლილობით დადის.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მაისურაძემ სურსათის უვნებლობის საკითხზე ისაუბრა.
„ნახევარი თბილისი საზამთროს და ნესვის გამო, კუჭის აშლილობით დადის. როდესმე ვინმე შეამოწმებს, რა საზამთრო და ნესვი იყიდება? ბავშვი საზამთროს მთხოვს, მეშინია და ვერ ვყიდულობ.
ვინმე ამას შეამოწმებს და ამ საზამთროს გაანადგურებს, რომ მომავალ წელს იცოდნენ, ამ საზამთროს მოყვანა არ შეიძლება. ყველამ ვიცით, ეს რა სერიოზული პრობლემაა.
შარშან, ჩემს ოჯახში სამჯერ მოწამვლის პრობლემა იყო. წელს, საზამთრო არ გვიჭამია, მაგრამ მეზობლებს კუჭი აქვთ აშლილი და აქეთ-იქეთ დარბიან. მგონი, ზოგიერთი დეპუტატი სხდომას იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი“, – განაცხადა მაისურაძემ.